საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი გერმანიაში

გერმანიაში საქართველოს საკითხს განიხილავენ.

ბერლინში პარლამენტის თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტი დაიწყო. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო რეკომენდაციების შესრულება ვიზიტის მთავარი თემაა. ქართველი დეპუტატები ძირითად შეხვედრებს ბუნდესტაგში გამართავენ და გერმანელ კოლეგებს პირადად მიაწვდიან ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს ევროკომისიის 12 პუნქტზე მუშაობა და რა საკანონმდებლო ინიციატივები მომზადდა ივნისის შემდეგ. ხვალ ქართული დელეგაციის წევრებს ბუნდესტაგის პრეზიდენტი მიიღებს.