საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი გერმანიაში

ბუქარესტში ნატოს წევრობის, ბერლინში კი ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას განიხილავენ.

ქართული საპარლამენტო დელეგაცია დღეს ბუნდესტაგის პრეზიდენტმა მიიღო. მაშინ, როცა ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ელოდება, გერმანიის, როგორც გაერთიანების წამყვანი ქვეყნის პოზიციას და მხარდაჭერას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ამ კონტექსტში გერმანიის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის და დეპუტატების გზავნილების მიმართ ინტერესი კიდევ უფრო იზრდება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და დელეგაციის წევრებმა გერმანელ კოლეგებს პირადად მიაწოდეს ინფორმაცია, თუ როგორ მიმდინარეობს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი და რა ნაბიჯები გადაიდგა ივნისის შემდეგ. შეხვედრების შემდეგ პროგნოზები ოპტიმისტურია. ქართულ მხარეს კანდიდატობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების დროს გერმანიის მხარდაჭერის იმედი აქვს.

თამუნა წიკლაური გაგვაცნობს, როგორ ჩაიარა ბუნდესტაგში პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრებმა.