საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 

12:10, 23.09.2026

საპარლამენტო დელეგაცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ოფიციალურ ვიზიტს აგრძელებს. შეხვედრები ბელგიის  შემდეგ, ლუქსემბურგში გაგრძელდება. დისკუსიები, როგორც საპარლამენტო სპიკერების, ასევე გაფართოებულ ფორმატში შედგება. მონაწილეობას მიიღებენ საქართველოსა და ლუქსემბურგის პარლამენტის წევრები. მთავარი თემა ორმხრივი ურთიერთობები და ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული პრობლემები იქნება.

ქართული მხარე კოლეგებს ინფორმაციას მიაწოდებს, თუ რამ გამოიწვია პრობლემები და როგორ შეიძლება დაიძლიოს გამოწვევები. მსგავსი შინაარსის პოზიციები საქართველომ ბელგიის პარლამენტში სპიკერების დონეზე გამართულ შეხვედრაზე უკვე დააფიქსირა, სადაც დისკუსიის თემა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები იყო. ქართულ მხარეს მიაჩნია, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.

მსგავსი