საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი დანიაში

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სკანდინავიის ქვეყნებში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. ნორვეგიის შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დღეს კოპენჰაგენში ჩავიდა და დანიელ კოლეგას შეხვდა. შალვა პაპუაშვილი და ქართველი დეპუტატები ევროპელ პარტნიორებს, საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის პროცესში განხორციელებული რეფორმების შესახებ დეტალურ ინფორმაციას პირადად აწვდიან. შეხვედრებზე ქართული დელეგაცია მკაფიოდ აფიქსირებს, რომ ისტორიული გადაწყვეტილების მიღებისას, ევროკავშირის წევრების მხრიდან მნიშვნელოვანია სამივე ქვეყნის საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მხარდაჭერა.

„მოამბე“ კოპენჰაგენიდან – შალვა პაპუაშვილის შეხვედრების დეტალებზე თეონა მანაგაძე ისაუბრებს.