საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში

12:05, 27.07.2025

„ქართული ოცნების“ მაღალი რანგის საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება. საქართველოს როლი „შუა დერეფნის” განვითარებაში და გლობალური პარტნიორობა – ეს არის თემები, რაზეც მხარეები სხვადასხვა ფორმატში საუბრობენ. ვიზიტის ფარგლებში ქართველმა პოლიტიკოსებმა მრავალსექტორული შეხვედრები გამართეს ჩინეთის მმართველ პარტიასთან, სახალხო კონგრესთან, განათლების სამინისტროს ენებისა და განათლების თანამშრომლობის ცენტრთან, ასევე, ჩინეთის სავაჭრო პალატასთან. შეხვდნენ შენჟენის მუნიციპალურ ხელისუფლებას და წამყვან ტექნოლოგიურ კორპორაციებს. ვიზიტის ძირითად მიზნებს შორის არის პარტიათაშორისი მექანიზმების კონსოლიდაცია, ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მულტისექტორული განვითარება განათლების, სოფლის მეურნეობის და ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროებში.

მსგავსი