საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ბერლინში

საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია და 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება არის ის მთავარი საკითხები, რაზეც ქართული დელეგაცია გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე მსჯელობს. ეს იყო განხილვის თემა ბუნდესტაგში სამხრეთ კავკასიის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის წევრებთან შეხვედრის დროსაც. შეხვედრაზე გაირკვა ისიც, რომ მომავალ წელს საქართველოს ბუნდესტაგის დელეგაცია ეწვევა. დეპუტატები ხვდებიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსაც და მათი თქმით, ყველა შეხვედრაზე გერმანელი პოლიტიკოსები აფიქსირებენ საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერ მკაფიო პოზიციებს.