საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ბელგიის სამეფოში
რატომ გაუარესდა საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობა – ქართული საპარლამენტო დელეგაცია საკუთარ არგუმენტებს ბელგიის ხელისუფლებას აცნობს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატებთან ერთად ბრიუსელში იმყოფება. უკვე გაიმართა შეხვედრები ბელგიელ კოლეგებთან. დელეგაცია ბელგიის პარლამენტის ორივე პალატის პრეზიდენტებმა მიიღეს. მოლოდინია, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან პირდაპირი კომუნიკაცია და ევროკავშირთან დიალოგის შეჩერების მიზეზებზე ინფორმაციის მიწოდება ევროკავშირთან ურთიერთობის ნორმალიზებას და დიალოგის აღდგენას შეუწყობს ხელს. საპარლამენტო დელეგაციის წევრები ამბობენ, რომ ურთიერთობის დაძაბვის მიზეზებზე არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, რასაც დროული პასუხი და რეაგირება სჭირდება. ბუნებრივია, შეხვედრებზე ბელგიასთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივაზეც ისაუბრეს. ოფიციალური თბილისი ევროკავშირთან დიალოგის აღდგენას ელოდება – ამ გზავნილით არის ქართული საპარლამენტო დელეგაცია ჩასული ბელგიის დედაქალაქში.
რამდენად უნდა ჰქონდეს ქართულ მხარეს ამ პროცესში ბელგიელი კოლეგების იმედი – თეონა მანაგაძე აშუქებს ვიზიტს ბრიუსელში.