აზერბაიჯანში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი გრძელდება.
შალვა პაპუაშვილი დღეს მილი მეჯლისის თავმჯდომარემ მიიღო. ქვეყნებს შორის საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის გაძლიერება საუბრის მთავარი თემა იყო. მანამდე კი საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საგანგებო სესიაში მიიღო მონაწილეობა. სიტყვით გამოსვლის დროს პაპუაშვილმა ალიევის დამსახურებებზე ისაუბრა, ამ კონტექსტში განიხილა ის სტრატეგიული ენერგეტიკული პროექტებიც, რომლებსაც გაუარესებული უსაფრთხოების ფონზე დღეს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და რომლებსაც წლების წინ საქართველოს და თურქეთის მაშინდელ ლიდერებთან ერთად სწორედ ჰეიდარ ალიევის ძალისხმევით ჩაეყარა საფუძველი.
„მოამბე“ ბაქოდან, – ნათია ქენქაძე აშუქებს ქართული დელეგაციის ვიზიტს.