საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი აზერბაიჯანში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება.

შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად უკვე შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს. მოგვიანებით კი შეხვედრა გამართა ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან. მაღალი დონის შეხვედრებზე მთავარი განსახილველი თემა იყო ორმხრივი თანამშრომლობა, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მიმართულებით, იმსჯელეს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, რომლითაც საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით ელექტროენერგია ევროპას უნდა მიეწოდოს.

აზერბაიჯანში იმყოფება „მოამბის“ გადამღები ჯგუფი – ნათია ქენქაძე დეტალებით.