საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი აზერბაიჯანში

18:21, 25.09.2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა. მხარეებმა ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის, მათ შორის, საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების საკითხზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების, შესაბამისი კომიტეტებისა და საერთაშორისო საპარლამენტო ფორმატების ფარგლებში თანამშრომლობის გაძლიერებას.

მსგავსი