საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი აშშ-ში

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი ვაშინგტონში დასრულდა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრები გამართა სტრატეგიულ პარტნიორებთან, როგორც კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში და სენატში ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტში. შეხვედრები ასევე გაიმართა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელებთან.

ქართული დელეგაციის ვიზიტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა პარტნიორებთან საუბარი საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე, ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების დაჩქარებასა და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მხარდაჭერის გაზრდაზე, ასევე, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებაზე.