საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი აშშ-ში
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი დღეს დასრულდება. დღეს ქართულმა დელეგაციამ შეხვედრები გამართა, როგორც კონგრესში, ასევე სენატსა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. გუშინ კი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციაში, რომელიც წარმომადგენლობითი პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა გახსნა. ენერგეტიკული დამოუკიდებლობის პანელზე საქართველოს სახელით სიტყვით გამოვიდა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე, რომელიც აცხადებს, რომ ისაუბრა საქართველოს ენერგეტიკულ პოლიტიკაზე, სატრანზიტო როლზე, მიმდინარე მოვლენებზე და დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაზე. სამიტის დასრულების შემდეგ ვიზიტი ქართული დელეგაციის წევრებმა შეაფასეს.