შეხვედრები თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესსა და სენატში.
მეოთხე დღეა საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. როგორ უნდა განახლდეს შტატების წინა ადმინიტრაციის პირობებში ორ ქვეყანას შორის შეწყვეტილი სტრატეგიული პარტნიორობა – ეს არის მთავარი საკითხი, რომელიც ორმხრივი შეხვედრების ფარგლებში განიხილება. ქართული მხარე ნებისმიერ ფორმატში ღიად გამოხატავს მზადყოფნას ურთიერთობების გადატვირთვის და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან დაწყების თაობაზე. შეხვედრების შინაარსის გათვალისწინებით მოლოდინები პოზიტიურია. ამ წუთებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სუვერენული ერების სამიტში მონაწილეობს. მონაწილეებს სიტყვით უკვე მიმართა ნიკოლოზ სამხარაძემ. გამოსვლაში აქცენტირებული იყო ეროვნული ინტერესების და ტრადიციული ღირებულებების დაცვის მნიშვნელობა.