საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი აშშ-ში
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი იწყება. დეპუტატები „სუვერენული ერების ალიანსის“ პირველ სამიტს დაესწრებიან. დაგეგმილი სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში იმსჯელებენ თანამშრომლობასა და ურთიერთობების გაღრმავებაზე. სამიტის ორგანიზატორი ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები – ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ლაშხი, ლიკა შარტავა და „ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი. ქართულ მხარეს შეხვედრები ექნება როგორც კონგრესში, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.