საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი აშშ-ში

12:21, 24.02.2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია 4 მარტს ვაშინგტონში მიემგზავრება. აშშ-ში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ქართველი პარლამენტარები „სუვერენული ერების ალიანსის“ პირველ სამიტს დაესწრებიან. დაგეგმილი სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში, სტუმრები თანამშრომლობასა და ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელებენ. სამიტის ორგანიზატორი, ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა. როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, მათი მოძრაობა დაფუძნებულია სუვერენიტეტზე, ანგარიშვალდებულებასა და ერების ფუნდამენტურ უფლებაზე – თავად განსაზღვრონ საკუთარი განვითარების გზა. სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ქართული დელეგაცია დაანონსებულ ვიზიტს, სწორედ ამ გზავნილის გასავრცელებლადაც გამოიყენებს.

მსგავსი