საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი აშშ-ში
მმართველი გუნდი ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს დელეგაციის ვიზიტს აფასებს. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ნულიდან შენდება, რათა ახალ სტრატეგიულ ურთიერთობამდე მივიდეს. ოპოზიცია კი ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვას სკეპტიკურად უყურებს. მათი აზრით, პირველ რიგში „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური დევნა უნდა შეწყვიტოს და დემოკრატიული არჩევნები ჩაატაროს.