თბილისი ბრიუსელთან დიალოგის განახლებას ითხოვს და პროცესში დახმარებას ლუქსემბურგს ითხოვს. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროკავშირის საქართველოს გაუარესებული ურთიერთობებზე და პრობლემების მოგვარების გზებზე ლუქსემბურგში ვიზიტი ფარგლებში მსჯელობს. განსახილველი საკითხებია ორი ქვეყნის პარტნიორობა, შავი ზღვის რეგიონის შესაძლებლობები და ოკუპაცია – ლევან მახაშვილი და ნიკოლ სამხარაძე ცოტა ხნის წინ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ საკითხთა დირექტორატის დირექტორს შეხვდნენ. ორ ქვეყნის პარტნიორობის გარდა, საუბარი შეეხო ევროკავშირი საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვის მნიშვნელობასაც. მანამდე საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეები ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატაში იმყოფებოდნენ, სადაც გაფართოებულ ფორმატში იმსჯელეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გასული წლების დინამიკასა და სამომავლო გეგმებზე. ითქვა, რომ ურთიერთობების გადატვირთვა ორივე მხარის ინტერესებში შედის და მხარეები ამ მიმართულებით ძალისხმევას გააძლიერებენ.