საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრები კონგრესში

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებს ოფიციალური შეხვედრები ჰქონდათ კონგრესში, სენატსა და კვლევით-ანალიტიკურ ცენტრებში. დელეგაციის წევრების განცხადებით, საქართველომ მნიშვნელოვანი და პოზიტიური გზავნილები მიიღო. საუბარი შეეხო საქართველოს გლობალურ როლს, სტრატეგიულ მნიშვნელობას და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. პარალელურად გრძელდება სუვერენული ქვეყნების ალიანსის კონფერენცია, რომელიც გუშინ გაიხსნა და მასში ქართული საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობს, კონფერენციაზე საერთაშორისო უსაფრთხოების, სუვერენიტეტის და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები განიხილება. დელეგაციის წევრების განცხადებით, სუვერენული ერების სამიტი იქნება ერთ-ერთი გარდამტეხი ეტაპი ურთიერთობების გადატვირთვის კუთხით.