საპარლამენტო დელეგაციის ანგოლაში ვიზიტი გრძელდება

საპარლამენტო დელეგაცია მსოფლიო საპარლამენტო კავშირის ასამბლეაზე. საქართველოს ოკუპაცია და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა – ეს ის მთავარი თემებია, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზიის, აფრიკისა და ცენტრალური ამერიკის ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებს ხვდება. ორმხრივი შეხვედრები დღეს დილიდან ანგოლის დედაქალაქში მიმდინარეობს. ლუანდა მსოფლიო საპარლამენტო კავშირის 147-ე ასამბლეას მასპინძლობს. ქართული დელეგაცია აღნიშნული ქვეყნების სპიკერებს გაერო-ში საქართველოს თაობაზე მომზადებული რეზოლუციების მხარდაჭერას ურჩევს.