საპარლამენტო დელეგაცია ტირანაში
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ტირანაში ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპის მომავლის სტრატეგიულ დღის წესრიგზე გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თორნიკე ფაღავა, და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე. კონფერენციას ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების 30-მდე საპარლამენტო დელეგაცია, ასევე ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ალბანეთის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები ესწრებიან.