საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში

სტრასბურგში ვიზიტს განაგრძობს საქართველოს დელეგაცია. ქართველი დეპუტატები დღეს ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მონაწილეობენ. ასევე დაგეგმილია რამდენიმე კომიტეტის სხდომა და პირისპირ შეხვედრები. სტრასბურგში მთავარი თემა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიაა. ქართული დელეგაციის წევრები ამბობენ, რომ ასევე მიმდინარეობს მუშაობა რეიკიავიკის სამიტის რეზოლუციაზე, რომელშიც რუსული აგრესიის საკითხზე საქართველოსთან დაკავშირებით ჩანაწერი არსებობს და ქართულ მხარეს სამი ცვლილების დამატება სურს.