მსოფლიო საპარლამენტო კავშირი დღის ბოლომდე ახალ პრეზიდენტს აირჩევს. ხმის მიცემის პროცედურები ამ წუთებში ანგოლის დედაქალაქში მიმდინარეობს. სწორედ ლუანდა მასპინძლობს კავშირის 147-ე ასამბლეას. ასამბლეაში მონაწილეობის პარალელურად, ქართული მხარე ორმხრივ შეხვედრებს მართავს – აფრიკის კონტინენტის, აზიისა და ცენტრალური ამერიკის ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან.
შალვა პაპუაშვილმა სწორედ მათგან მიიღო გარანტია და დაპირება, რომ მათი მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მხარდაჭერილი იქნება და არაღიარების პოლიტიკა არ გადაიხედება.
თეონა მანაგაძე განავრცობს თმას.