საპარლამენტო დელეგაცია ფრანკფურტის საპარლამენტო ასამბლეაზე
საერთშორისო ფორმატი გეოგრაფიულად საქართველოსგან შორს მდებარე ქვეყნების წარმომადგენლებთან პირდაპირი კომუნიკაციისთვის.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 51-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს. სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებს ქართულმა მხარემ სიტყვით უკვე მიმართა. აქცენტი გაკეთდა ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებზე და იმ ადამიანების ბედზე, რომლებიც ოკუპაციის გამო საკუთარ სახლებში ვერ ბრუნდებიან. ასამბლეაზე საქართველოს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კახიანი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლო სამხარაძე წარმოადგენენ.