საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია კონსულტაციებს მართავს

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეხვედრა გაიმართა. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, კონსულტაციებს მართავს.

ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, აუცილებელია საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიცია საპროტესტო აქციების დაწყებასაც არ გამორიცხავს.

ლიკა ალელიშვილი გაგაცნობთ ოპოზიციის პოზიციას.