საპარლამენტო არჩევნები 2020
წინასაარჩევნო მარათონი, რომელმაც ყველა ქალაქი და რაიონი მოიცვა.
წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები მაღალი კონკურენციის პირობებში ტარდება. საკანონმდებლო ორგანოში ადგილებისთვის 50 სუბიექტი იბრძვის. ამ მომენტისთვის არსებული მონაცემებით, 31 ოქტომბერს კენჭისყრის პროცესს 120-მდე ადგილობრივი და 41 საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია დააკვირდება.