საპარლამენტო არჩევნები უნგრეთში
უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. კენჭისყრაში ხუთი პარტია მონაწილეობს, თუმცა ძირითადი კონკურენტები მმართველი პარტია „ფიდესი“ და ოპოზიციური „ტისა“ არიან. არჩევნები შერეული სისტემით ტარდება – ამომრჩეველი ერთდროულად აძლევს ხმას კონკრეტულ კანდიდატს და პარტიულ სიას. 199 საპარლამენტო მანდატიდან 106 მანდატი ოლქებში მარტივი უმრავლესობით ნაწილდება, დანარჩენი 93 კი პროპორციულად. პარლამენტში მოხვედრისთვის პარტიას 5 %-ანი ბარიერის გადალახვა სჭირდება. მთავრობის ჩამოყალიბებისთვის საჭიროა 100, საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის კი 133 მანდატი. არჩევნებს ეუთო-ს 200-კაციანი სადამკვირვებლო მისია აკვირდება. საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა და ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერმა, პიტერ მაგიარმა. უნგრული მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის არჩევნებში აქტივობა მაღალია. დილის 11:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 37.98 %-მა მიიღო, რაც 2022 წლის ამავე დროის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება.
უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებს საქართველოდან საპარლამენტო დელეგაცია სხვადასხვა საარჩევნო უბანზე აკვირდება.