საპარლამენტო არჩევნები უნგრეთში
უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.
კენჭისყრაში ხუთი პარტია მონაწილეობს, თუმცა ძირითადი კონკურენტები მმართველი პარტია „ფიდესი“ და ოპოზიციური „ტისა“ არიან. არჩევნები შერეული სისტემით ტარდება – ამომრჩეველი ერთდროულად აძლევს ხმას კონკრეტულ კანდიდატს და პარტიულ სიას. 199 საპარლამენტო მანდატიდან, 106 მანდატი ოლქებში მარტივი უმრავლესობით ნაწილდება, დანარჩენი 93 კი, პროპორციულად. პარლამენტში მოხვედრისთვის პარტიას 5 %-ანი ბარიერის გადალახვა სჭირდება.
როგორია ამომრჩეველთა აქტივობა და გამოიკვეთა თუ არა ლიდერი – დეტალებით თიკა მიგინეიშვილი.