საპარლამენტო არჩევნები სომხეთში - „მოამბე“ ერევნიდან

სომხეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება. 107-მანდატიან პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“ იბრძვის, რომელსაც, გამოკითხვის მიხედვით, ამომრჩეველთა 32%-ის მხარდაჭერა აქვს. მისი მთავარი მეტოქე ოპოზიციური ალიანსი „ძლიერი სომხეთია“. სამველ კარაპეტიანი, ოპოზიციონერი ლიდერი ამჟამად ხელისუფლების გადატრიალების მცდელობისთვის შინაპატიმრობაში იმყოფება. არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ორ მილიონ ნახევრამდე რეგისტრირებულ ამომრჩეველს აქვს.

როგორ მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი სომხეთში – ლევან ახალაიას ჩართვა ერევნიდან.