საპარლამენტო არჩევნები სომხეთში - „მოამბე“ ერევნიდან

ნიკოლ ფაშინიანის პარტია საპარლამენტო არჩევნებში უკვე მესამედ იმარჯვებს.

სომხეთის ეროვნული ასამბლეის არჩევნები მოქმედი პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ დასრულდა. წინასწარი შედეგების მიხედვით, „სამოქალაქო შეთანხმება“ 105-წევრიან საკანონმდებლო ორგანოში ხმების 49.82%-ით, სავარაუდოდ, 61 მანდატს მიიღებს, რაც ნიშნავს, რომ მას კვალიფიციური უმრავლესობა აქვს და მთავრობის დაკომპლექტება შეუძლია. მმართველი პარტიის მთავარი კონკურენტი, ბლოკი „ძლიერი სომხეთი“, რომელიც პრორუსულ ძალად მოიაზრება, მეორე ადგილზეა. სომხეთში მყოფი საერთაშორისო დამკვირვებლები რუსეთის მხრიდან ჩარევებსა და ზეწოლაზე მიუთითებენ. არჩევნები სომხეთ-რუსეთს შორის ურთიერთობის დაძაბვას დაემთხვა – თავის მხრივ ეს დაძაბულობა ევროკავშირთან ურთიერთობის გაძლიერებით, ფაშინიანის მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების გეგმის გაცხადებით და აშშ-თან სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებითაა გამოწვეული – საარჩევო კამპანია რუსეთის გამაფრთხილებელი გზავნილებისა და მუქარის და სომხური სასურსათო პროდუქციის იმპორტის შეზღუდვების ფონზე მიმდინარეობდა.