სომხეთში საარჩევნო უბნების დახურვამდე ორი საათი რჩება. მოსახლეობა დღეს პარლამენტის შემადგენლობას ირჩევს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო, ორი საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 33,84% შეადგინა, რაც წინა არჩევნებთან შედარებით 8%-ით მეტია. არჩევნებში ხმა უკვე მისცა 847 ათასზე მეტმა ადამიანმა. 107-მანდატიან პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“ იბრძვის, მისი მთავარი კონკურენტი კი შინაპატიმრობაში მყოფი სამველ კარაპეტიანის ოპოზიციური ალიანსი – „ძლიერი სომხეთია“. როგორ მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი – ლევან ახალაიას ჩართვა ერევნიდან #მოამბე