სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია ხმების დათვლის პროცესს აგრძელებს. განახლებული მონაცემების თანახმად, პარტია „აყვავებული სომხეთი“ შესაძლოა ვერ მოხვდეს პარლამენტში. ის 4 %-ანი ბარიერის ზღვარზეა. ამან კი – შესალოა მანდატების განაწილებაზე იმოქმედოს. ცოტა ხნის წინ, სომხეთში გამართული არჩევნები შეაფასა ეუთო/ოდირის მისიამ. ევროპელი დამკვირვებლები საუბრობენ რუსეთის მხრიდან ზეწოლაზე, პოლარიზებულ გარემოზე, ოპოზიციონერების დაკავების ფაქტებზე და კამპანიის დროს გავრცელებულ დეზინფორმაციებზე, რამაც იმოქმედა საარჩევნო გარემოზე.
მოამბის გადამღები ჯგუფი მუშაობს ერევანში – ლევან ახალაია დეტალებით.