საპარლამენტო არჩევნები სლოვენიაში

სლოვენიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. 90-მანდატიან საკანონმდებლო ორგანოში ადგილების მოსაპოვებლად 11 პარტია და კოალიცია იბრძვის. თუმცა მთავარი დაპირისპირება ძირითადად პრემიერ-მინისტრს, სლოვენიის „დემოკრატიულ პარტიასა“ და ოპოზიციურ, ახლად შექმნილ „თავისუფალ მოძრაობას“ შორის მიმდინარეობს, რომელსაც წინასწარი გამოკითხვით, ამომრჩეველთა 27.%-ის მხარდაჭერა აქვს, პრემიერის პარტიას კი – 24%.