საპარლამენტო არჩევნები შვედეთში
შვედეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება. ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები უკვე გაიხსნა, რვა საათზე კი დაიხურება. ხმის მიცემის უფლება რვა მილიონ ადამიანს აქვს. ამომრჩეველთა აქტივობა რეგულარულად აღემატება 80 პროცენტს. დასავლური მედიის შეფასებით, მოსალოდნელია, რომ დაძაბული არჩევნების შედეგად – ან „ულტრამემარჯვენე“ ძალები პირველად შევლენ მთავრობაში ან ხელისუფლებას „მემარცხენე“ ოპოზიცია დაიბრუნებს.