საპარლამენტო არჩევნები სერბეთში

სერბეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება. კენჭისყრა დილის 07:00 საათზე დაიწყო. არჩევნებში სულ 21 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს. საარჩევნო სუბიექტები  საკანონმდებლო ორგანოში არსებული 250 ადგილის დასაკავებლად იბრძვიან. მანდატის მისაღებად აუცილებელია სამპროცენტიანი ბარიერის გადალახვა. პარტიების ნაწილი არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. მათი თქმით, სერბეთის პრეზიდენტი სრულად აკონტროლებს მედიასივრცეს და შესაბამისად არჩევნები სამართლიან შედეგს ვერ მოიტანს.  8 000-ზე მეტი საარჩევნო უბანი მუშაობას, ადგილობრივი დროით 22:00 საათზე დაასრულებს. საპარლამენტო არჩევნები სერბეთში 26 აპრილს უნდა გამართულიყო, თუმცა პანდემიის მიზეზით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, კენჭისყრა 21 ივნისამდე გადაიდო.

დატოვე კომენტარი