საპარლამენტო არჩევნები რუსეთში
რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. კენჭისყრა სამი დღის განმავლობაში, 18-დან 20 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. არჩევნებში სულ 10 პარტია მონაწილეობს. მათ შორის არიან „ერთიანი რუსეთი“, „რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია”, „პირდაპირი დემოკრატიის პარტია“ და „მწვანეები“. პარლამენტში მოსახვედრად 5%-იანი ბარიერის გადალახვაა საჭირო. რუსული მედიის ინფორმაციით, 30 აგვისტოდან ქვეყნის 37 რეგიონში ვადამდელი ხმის მიცემა მიმდინარეობს. 16 სექტემბრის მონაცემებით, 203 952 ამომრჩეველმა უკვე მისცა ხმა, მათ შორის 14 000-ზე მეტმა საზღვარგარეთ მყოფმა ამომრჩეველმა.