კოსოვოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. პრემიერ-მინისტრ ალბინ კურტის „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ მთავარი ოპონენტები „კოსოვოს დემოკრატიული ლიგა“ და „კოსოვოს დემოკრატიული პარტია“ არიან. თუ კურტის პარტია 120-ადგილიან პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებას ვერ შეძლებს, არჩევნების შემდეგ მას, შესაძლოა, კოალიციური მოლაპარაკებების წარმოება მოუწიოს. კოსოვოში საარჩევნო კამპანიის დროს მთავარი საკითხები ეკონომიკა, კორუფცია და სერბეთთან ურთიერთობები იყო. ცნობისთვის, კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარებული აქვს 110-ზე მეტ ქვეყანას, რომელთა შორის აშშ-ი, დიდი ბრიტანეთი და დასავლური ქვეყნების უმრავლესობაა. კოსოვოს არ აღიარებს სერბეთის მოკავშირე რუსეთი, ასევე ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყანა, საქართველო და სხვა სახელმწიფოები.