საპარლამენტო არჩევნები ჩეხეთში

ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა „მემარჯვენე-ცენტრისტულმა“ პარტიამ გაიმარჯვა. ოპოზიციურმა ჯგუფებმა „ერთად“ და “მეკობრეებმა“ პარლამენტის ქვედა პალატის 200 ადგილიდან, 108 მოიპოვეს. ოპოზიციური ჯგუფის „ერთად“ ლიდერის განცხადებით, ერთიანი მთავრობის ფორმირების თაობაზე „მეკობრეების“ პარტიასთან მოლაპარაკებები უახლოეს საათებში გაიმართება. მისი თქმით, მომავალი მთავრობა საგარეო ვალის პრობლემას გადაჭრის.