საპარლამენტო არჩევნები ჩეხეთში

ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და მილიარდერის, ანდრეი ბაბიშის პარტია „ანომ“ მოიპოვა. მათ ამომრჩევლების ხმათა 34.5 %-ის მიღება შეძლეს. მოქმედი პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალას „სამოქალაქო დემოკრატიულმა პარტიამ“ კი მხოლოდ 23.4 % მიიღო და მეორე ადგილზე გავიდა. ფიალამ დამარცხება უკვე აღიარა და განაცხადა, რომ ოპოზიციიდანაც განაგრძობს ბრძოლას, რათა ჩეხეთი იყოს დემოკრატიული, თავისუფალი და დასავლეთის მტკიცე ნაწილი. ანდრეი ბაბიში კი ახლა კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებებს იწყებს.