საპარლამენტო არჩევნები 2020

საპარლამენტო არჩევნების თარიღის შესაძლო გადაწევა მორიგი პოლიტიკური უთანხმოების თემა ხდება.

მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნის განცხადების მიღმა ოპონენტთა ნაწილი პოლიტიკურ კონტექსტს ხედავს და ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობად აღიქვამს. პანდემიის მეორე ტალღის და არჩევნების პერიოდის დამთხვევის შემთხვევაში ირაკლი კობახიძემ კენჭისყრის პირობითად დეკემბრისთვის გადაწევა არ გამორიცხა, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია. პრემიერი მთავარ ამოცანად არჩევნების გამო დაავადების გავრცელების საფრთხის მინიმუმამდე შემცირებას ასახელებს. პრევენციული ზომების მიღების და ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე დაკვირვების პარალელურად, წინასაარჩევნო სამზადისი დაწყებულია. არჩევნების მონიტორინგის პროცესში ჩართულ საერთაშორისო დამკვირვებლებს მოსაწვევები უკვე გაუგზავნეს.

ანა ბროლაძე დეტალებით.