საპარლამენტო არჩევნები 2020 - მეორე ტური

31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიხედვით, 30 მაჟორიტარული ოლქიდან, გამარჯვებული პირველივე ტურში, მხოლოდ 13-ში გამოვლინდა. მეორე ტური თბილისის რვავე ოლქში და საქართველოს  სხვადასხვა რეგიონში შექმნილ ცხრა მაჟორიტარულ  ოლქში ტარდება. მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კონკურენტი ხუთი სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის კანდიდატია, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები არჩევნების მეორე რაუნდს ბოიკოტს უცხადებენ. მიუხედავად ამისა, საარჩევნო ბიულეტენებზე  ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის გვარი იქნება. რაც შეეხება ცალკეულ უბნებს:

მთაწმინდისა და კრწანისის  საარჩევნო ოლქი – ბექა ოდიშარია „ქართული ოცნებიდან“ – შალვა შავგულიძე „ევროპული საქართველოდან“;

ვაკის საარჩევნო ოლქი – „ქართული ოცნება“ ნოდარ ტურძელაძეელენე ხოშტარია „ევროპული საქართველო“;

საბურთალოს საარჩევნო ოლქი – მმართველი პარტიიდან დავით სერგეენკოალექსანდრე ელისაშვილი – პარტიიდან „ალეკო ელისაშვილი მოქალაქეები“;

ისნის საარჩევნო ოლქი – „ქართული ოცნება“„ კახა კახიშვილიხატია დეკანოიძე – „ნაციონალური მოძრაობა“;

სამგორის საარჩევნო ოლქი – „ქართული ოცნება“ სოზარ სუბარილევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობა“.

დიდუბისა და ჩუღურეთის საარჩევნო ოლქი – გიორგი ვოლსკი „ქართული ოცნება“ – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

ნაძალადევის საარჩევნო ოლქი – მიხეილ ყაველაშვილი მმართველი პარტიიდან – შალვა ნათელაშვილი „ლეიბორისტურლი პარტია“ და კიდევ ერთი ოლქი თბილისში – ეს არის გლდანი – სადაც კონკურენტები არიან ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობიდან“ და ლევან კობიაშვილი „ქართული ოცნებიდან“.