საპარლამენტო არჩევნები 2020

წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში საკმაოდ მაღალი კონკურენციაა. საკანონმდებლო ორგანოში მანდატებისთვის 66 პარტია იბრძოლებს. რეგისტრაციის ვადა 4 სექტემბერს დასრულდა. თუმცა, საინიციატივო ჯგუფებს მაჟორიტარობის კანდიდატთა წარსადგენად ვადა ჯერ ისევ აქვთ. ამომრჩევლებთან შეხვედრები ყოველდღე მიმდინარეობს. საარჩევნო მარათონში ჩართული სუბიექტები მოქალაქეების საკუთარ უპირატესობაში დარწმუნებას ცდილობენ.