საპარლამენტო არჩევნები 2020

საარჩევნო კოდექსის გარშემო დავის ფონზე, ამომრჩევლებთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს. საპარლამენტო არჩევნებისთვის ცესკო-ში დარეგისტრირებული 59 სუბიექტიდან, ნაწილს კამპანია ჯერ არ დაუწყია, პარტიების ნაწილი კი, თბილისსა და რეგიონებში ამომრჩევლებისთვის საკუთარი საარჩევნო სტრატეგიისა და ხედვის გაცნობით არის დაკავებული. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების თარიღი დადგენილია და კამპანია ოფიციალურად დაწყებულია, მთავარ პოლიტიკურ აქტორებს, საკუთარი საარჩევნო სიების პირველი ათეული ჯერ არ წარუდგენიათ.