საპარლამენტო არჩევნები 2020

ცხრა დღე რჩება საპარლამენტო არჩევნებამდე. კოვიდპანდემიის ფონზე მიმდინარე საარჩევნო მარათონი და პოლიტიკური სუბიექტების რიტორიკა ყოველდღე სულ უფრო მძაფრდება. საკუთარი საარჩევნო პროგრამებისა და გეგმების გარდა, პარტიები ამომრჩევლებს იმ საკანონმდებლო წინადადებებსაც აცნობენ, რომელთა ინიცირებას გამარჯვების შემთხვევაში გეგმავენ.