საპარლამენტო არჩევნები 2020

პირველი სექტემბრის მონაცემებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 59 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობს. ცესკო-ში დასარეგისტრირებლად ვადა 4 სექტემბერს იწურება. 31 ოქტომბერს მოქალაქეები პარლამენტის 120 დეპუტატს პროპორციული სიით, 30-ს კი მაჟორიტარული სისტემით აირჩევენ.

მარათონში ჩართულმა პოლიტიკურმა ძალებმა ამომრჩევლებთან თითქმის ყოველდღიური შეხვედრები დაიწყეს. ქალაქებსა და რეგიონებში მოსახლეობის პრობლემების მოსმენის პარალელურად, პარტიები ადგილობრივებს საკუთარ ხედვასა და პროგრამებს აცნობენ.

დატოვე კომენტარი