საპარლამენტო არჩევნები 2020

საგარეო პრიორიტეტებთან ერთად არჩევნებში მონაწილე პარტიები ყოველდღიურად ამომრჩევლებს სხვადასხვა სფეროს განვითარების საკუთარ ხედვებს აცნობენ. გრძელდება პრემიერობის კანდიდატთა და გუნდის წევრთა პრეზენტაციებიც. საარჩევნო მარათონში ჩართული სუბიექტების დღის წესრიგში აქტუალობას არ კარგავს პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევები. მძაფრდება წინასაარჩევნო რიტორიკა და კონკრეტულ დარღვევებზე რეაგირების მიზნით იმატებს ცესკო-ში მიმართვიანობის მაჩვენებელიც.