ამომრჩეველი არჩევანს 31 ოქტომბერს გააკეთებს, თუმცა მანამდე 52 პოლიტიკური სუბიექტის დაპირებებს, საარჩევნო პროგრამას, პრიორიტეტებს და გუნდს ეცნობა. საარჩევნო აქტივობებში ხელშეშლის და ზეწოლის შესახებ ბრალდებები წელსაც აქტიურად ისმის. მსგავსი პრეტენზიები დღეს რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ გამოთქვა.