საპარლამენტო არჩევნები 2020

პანდემიის ფონზე მიმდინარე საარჩევნო მარათონში აქტუალობას არ კარგავს „კოვიდ-19“-თან ბრძოლის თემატიკა.

საპარლამენტო მანდატებისთვის მებრძოლი პოლიტიკური ძალები მოსახლეობას სხვა პრიორიტეტებთან ერთად ვირუსის მართვის და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების საკუთარ ხედვებსაც აცნობენ. აქტუალობას არ კარგავს პრეტენზიები უთანასწორო საარჩევნო გარემოზე. დაპირებების გარდა ამომრჩეველმა დღეს რამდენიმე პარტიის ახალი ინიციატივაც მოისმინა.