საპარკინგე რეგულაციები

საკითხი, რომელზეც დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გაამახვილა ყურადღება, საპარკინგე ადგილებია. კახა კალაძის განცხადებით, მკაცრად გაკონტროლდება სხვადასხვა კომპანიის მიერ საპარკინგე ადგილების მითვისების საკითხი. ასევე, რეგულაცია შეეხება პარკირების მარეგულირებელ ე.წ. სტაიანშიკებს. მომავალი წლიდან კი თბილისი პარკირების ზონალურ პრინციპზე გადავა.

დატოვე კომენტარი