საპარაშუტო სკოლის გამოსაშვები ღონისძიება 

მუხროვანში საპარაშუტო მომზადების სკოლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.

სასწავლო პროგრამა სამხედრო დაზვერვის პირადმა შემადგენლობამ და თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციის ძალების რეინჯერებმა გაიარეს. საპარაშუტო მომზადების ექვსკვირიანი კურსი სწავლების თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებას მოიცავდა. გამოშვების საზეიმო ცერემონია საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით გაიხსნა, რის შემდეგაც თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდალმა, თეიმურაზ ყლატეიშვილმა პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა და პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცა. ღონისძიების ფარგლებში კურსდამთავრებულები სერტიფიკატებითა და სამხრე ნიშნებით დაჯილდოვდნენ.