სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეიქმნება 26 მაისის საორგანიზაციო კომიტეტი, რომელშიც ჩაერთვებიან საზოგადოებრივი მოძრაობები, პროტესტში მონაწილე აქტივისტები, სტუდენტები, საჯარო მოხელეები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, პოლიტიკური პარტიები და „წინააღმდეგობის პლატფორმის“ წევრები. შეხვედრა დღეს შედგა. რა ფორმით გამოხატავენ საკუთარ პოზიციას აღნიშნული პირები 26 მაისს, ეს ჯერჯერობით უცნობია.